|
2016-04-18 17:20:29, 897 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: ზაფხულში კიდევ ერთი სიურპრიზი გვექნება, რითაც დადასტურდება, რომ რკინიგზა ქვეყნის ეკონომიკის სამსახურშია
“ამ ზაფხულს კიდევ ერთი სიურპრიზი გვექნება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ რკინიგზა არის ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში”, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორმა მამუკა ბახტაძემ მოლითში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან ჩავი ზღვის პირეთის კონკრეტულად ბათუმის შემთხვევაში დრო 1 საათით შემცირდება. "დღეს ჩვენ მოდერნიზაციის ფარგლებში მე-8 გვირაბის გაყვანა დავასრულეთ. ეს პროექტი საქართველოს რკინიგზის დაფინანსებით ხორციელდება. ამავე დროს ეს პროექტი დაკავშირებულია ანაკლიის პორტის დამთავრებასთან. მოდერნიზაციის პროექტის მიზანია: მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გამტარუნარიანობის გაზრდა; მგზავრობის დროის შემცირება; მაგისტრალის საოპერაციო პირობების გაუმჯობესება. თბილისიდან ჩავი ზღვის პირეთის კონკრეტულად ბათუმის შემთხვევაში დრო 1 საათით შემცირდება. ჩვენ კონსულტაციებს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და ასე გარემოს დაცვის სამინისტროსთან გავდივართ, რომ ყველა ბუნებრივი აქტივი იყოს გამოყენებული. ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს რკინიგზა არის საქართველოს ეკონომიკის სამსახურში, - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 2014-2015 წელს მიღებულმა შემოსავლებმა მათ მისცა იმის ფინანსური “ბალიში”, რომ ყველა პროექტი ვადებში მიიყვანონ ბოლომდე. „რაც შეეხება ტვირთბრუნვის შემცირებას, როგორც ჩვენი შემოსულობების შემცირებამ არ გამოიწვია ფინანსური შესაძლებლობების შემცირება და პირიქით, ვვარაუდობთ, რომ 2016 წელს იქნება გარკვეული ტიპის შემცირება, მაგრამ 2014-2015 წელს მიღებულმა შემოსავლებმა მოგვცა იმის ფინანსური “ბალიში”, რომ ყველა პროექტი ვადებში მივიყვანოთ ბოლომდე. ამ ზაფხულს კიდევ ერთი სიურპრიზი გვექნება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ რკინიგზა არის ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)