|
2016-04-18 12:50:34, 693 ნახვა
ეკონომიკა
ლონდონში, ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენაში 7 ქართული კომპანია მონაწილეობს
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair” ტარდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში 7 ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია - „ხოხბის ცრემლები“, „ოქროს ღვინო“, „ნიკოლაძეების მარანი“, „მანდილი“, „იაგოს ღვინო“, „ატენური“ და „იბერიელი“ მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ორი ღონისძიება - ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი და “The Georgian Supra” გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის დეგუსტაციას 200-მდე დაინტერესებული პირი - იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. რაც შეეხება ქართული სუფრის საღამოს „The Georgian Supra”, მის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ქართულ ღვინოსთან ერთად, გაცნობოდნენ ქართულ გასტრონომიას და ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს. „საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის, ასევე დამატებითი საექსპორტო ბაზრების მოძიების კუთხით არის მნიშვნელოვანი. წელს, ლონდონის გამოფენაში სულ 150-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას ათასობით დამთვალიერებელი - ღვინის მომხმარებლები, ღვინით ვაჭრობის ბიზნესში დასაქმებულები და მედიის წარმომადგენლები ჰყავს. გასული წლების მსგავსად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი წელსაც დიდია”, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ. გამოფენა „Real Wine Fair” ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან. აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეხუთედ მონაწილეობენ. ქართული ღვინის წარდგენას დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ლონდონი მთელს მსოფლიოში ალკოჰოლური ტრენდების დამამკვიდრებლად ითვლება.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)