21:57 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 11:57:17, 368 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკში გაეროს მაღალი დონის დებატებში მიიღებს მონაწილეობას

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯანელიძე საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებული რეფორმების დღის წესრიგსა და  ამ მიმართულებით უკვე არსებულ პროგრესზე.  მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ  გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში ორგანიზაციის წევრი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ.

მიხეილ ჯანელიძე ასევე სიტყვით გამოვა  გაეროს სპეციალურ სესიაზე ნარკოტიკული საშუალებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სესიაზე საქართველო წელს პირველად მონაწილეობს. საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს ნარკოტიკების წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის პროცესზე.

ქ. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება კოლეგა მინისტრებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 აპრილამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics