|
2016-04-16 12:10:20, 371 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ვერშბოუ: მოკავშირეები მზად არიან, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში ყველანაირად დაეხმარონ
სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პირველი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა თებერვალში, ბრიუსელში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია და ვარშავაში დაგეგმილi ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა მინისტრ ხიდაშელთან. ჩვენ კარგი მეგობრები და კოლეგები გავხდით. ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ნატო-საქართველოს ურთიერთობა. განვიხილეთ თებერვალში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე მინისტრის მიერ შემოთავაზებული ასპექტები. ვისაუბრეთ ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებაზე. იმ დროს, როდესაც მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა ქვეყანა - უკრაინა, რუსეთიდან პირდაპირი საფრთხის წინაშე იმყოფება, მოკავშირეები მზად არიან საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში“, - აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „განვიხილავთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული შეთავაზების და წინადადებების ყველა კონკრეტულ ასპექტს ვარშავის სამიტის წინ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, მაქსიმალურად ავუხსნათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა დეტალი და შევეცადოთ, რომ მივიღოთ ჩვენი თხოვნების თუ მოთხოვნების რაც შეიძლება მეტ პუნქტზე თანხმობა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. ფორუმის მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩ ტაკან ილდემთან.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)