00:13 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 11:07:24, 880 ნახვა

ეკონომიკა
„ზედაზენმა“ ბაზარზე ახალი, ვაშლის და პიტნის არომატის ლიმონათი გამოიტანა

ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ზედაზენის ლიმონათის ერთგულ მომხმარებელს  კიდევ ერთ, განსაკუთრებული გემოს  არჩევანს  სთავაზობს. სულ ახლახანს, ქართულ ბაზარზე,ზედაზენის ლიმონათის  ახალი არომატი -  ვაშლი  პიტნით  გამოჩნდა.

ვაშლის და პიტნის, ამ  ორი  გემოს  საოცარი ჰარმონია განსაკუთრებული არომატით და გემოს  ახალი შეგრძნებით გამოირჩევა.  გაზაფხულის სურნელი, სიმშვიდისა და სიმსუბუქის  საოცარი შეგრძნება  ზედაზენის ახალი გემოს ძირითადი გამოწვევაა.

დღეიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ზედაზენის ლიმონათის შვიდი არსებული   არომატის გარდა  ახალი, ვაშლი პიტნით  დააგემოვნოს.    – აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის  ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე.

ზედაზენის ლიმონათი, ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან გამოდის. ამ  დროის  განმავლობაში   კომპანიის მიერ  წარმოებული ლიმონათი  ყველაზე მაღალი სანდოობით   და პოპულარობით სარგებლობს.  

სანდოობა - ეს არის  ყველაზე დიდი კაპიტალი რომლის მოპოვებაც  ჩვენმა კომპანიამ   ამ წლების განმავლობაში  შეძლო  – აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის  ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე.

ახალი არომატი, სხვადასხვა შეფუთვებშია ხელმისაწვდომი –0.5ლ შუშა,  1ლ პეტი და 2ლ. პეტი.

R

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics