|
2016-04-14 15:26:31, 616 ნახვა
საზოგადოება
სანკტ-პეტერბურგის ეიფმანის საბალეტო დასის შედევრი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარსდგება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 15 და 16 აპრილს სანკტ-პეტერბურგის ეიფმანის საბალეტო დასი წარდგება მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ანა კარენინა“. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტი ხორციელდება “ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი”-ს ეგიდით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ნოვატორმა ქორეოგრაფმა ბორის ეიფმანმა ბალეტი „ანა კარენინა“ პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკაზე 2005 წელს დადგა. ეიფმანის ბალეტის თეატრის რეპერტუარიდან ის ყველაზე მოთხოვნადი დადგმაა. უკვე 10 წელია იგი უცვლელი წარმატებით იდგმება ამერიკის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და ბევრი სხვა ქვეყნის საუკეთესო სცენებზე. ამ სპექტაკლში ბორის ეიფმანი აქცენტს აკეთებს სასიყვარულო სამკუთხედზე „ანა-ვრონსკი-კარენინი“, სასცენო ფსიქოანალიზის ბრწყინვალე ნიმუშს ქმნის და „მთავარი ინსტინქტით“ შეპყრობილი ქალის საშინელი შინაგანი გარდაქმნის ტრაგიკულ ქრონიკას გვიჩვენებს. ბორის ეიფმანის შემოქმედება 40-ზე მეტ დადგმას ითვლის. განსაკუთრებული პლასტიკური აზროვნების სტილით ეიფმანის დასი დასავლეთის მაყურებელს იპქრობს. ერთ-ერთი მოწინავე საბალეტო კრიტიკოსი ანა კისელგოფი ბორის ეიფმანს მოღვაწე ბალეტმეისტერთა შორის ლიდერს უწოდებს. „საბალეტო სამყარო, რომელიც მთავარი ქორეოგრაფის ძიებაშია, შეუძლია შეწყვიტოს ძებნა. ის ნაპოვნია, ეს ბორის ეიფმანია“. ეიფმანის მოდერნ-ბალეტის გამოსვლა მსოფლიო მეგაპოლისებში უდიდეს მოვლენად აღიქმება, რადგანაც მისი კოლექტივი თავისი გამომსახველობითი ფორმით ახალ აზროვნებას ამკვიდრებს ბალეტის ხელოვნებაში. ეიფმანის მიერ ემოციურად და ინტელექტუალურად შექმნილი მდიდარი საბალეტო ფსიქოდრამები მარადიული ღირებულებების ტოტალურ კრიზისსა და ადამიანის სულის გადარჩენაზეა აგებული, რასაც ასე აშკარად გრძნობს და განიცდის თავად XXI საუკუნის დასაწყისში.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)