01:03 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-19 23:44:55, 301 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები არიან მოთავსებული.
მინისტრმა დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მიიღო.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ოჯახებს მინდა სამძიმარი გამოვუცხადო. ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა და ურთულესი, ძალიან მძიმე ამბავია.
რაც შეეხება აქ საავადმყოფოში მყოფებს, განსაკუთრებით ბავშვებს, მათი მდგომარეობა ნორმალურია, საბედნიეროდ. აქ მყოფ ორ ბავშვს არავითარი ისეთი რაიმე სახიფათო და რთული დაზიანება არ მიუღიათ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან მაინც და ბუნებრივია, რომ ასეც გაგრძელდება. უკლებლივ ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი.

ველოდებით იქ სამძებრო სამუშაოებს, იმის მიხედვით, როგორ წარიმართება, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი მხრივ და სამედიცინო დაწესებულებები აბსოლუტურად მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველას, ვისაც დასჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მხრივ, ყველა თვალსაზრისით.
რაც შეეხება ბავშვებს, იმის მიხედვით, როგორი საჭიროება იქნება - ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა სახის საჭიროება, ბუნებრივია, რომ ამას ყველაფერს უზრუნველვყოფთ და მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს, რომლებსაც ასეთი ცუდი ამბავი დაემართათ“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტს, რომელიც დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, მინისტრმა აღნიშნა, რომ მდგომარეობა მძიმეა და ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ. მინისტრის განმარტებით, კლინიკაში კიდევ ერთი ქალბატონი იყო მოთავსებული, რომელიც საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics