|
2026-11-19 19:02:48, 469 ნახვა
საზოგადოება
ერთი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსის ნანგრევებიდან
რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ქვემო ფონიჭალაში, იმ კორპუსის ნანგრევებში იყო მოყოლილი, სადაც დღეს, 19 ნოემბერს დილით, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი კორპუსის პირველი სართულის ფანჯრიდან გადმოიყვანეს, დაახლოებით 6-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით "ერთი შეხედვით ბავშვი ადეკვატური და კონტაქტურია, უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში, ვნახოთ, ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია". მისივე ცნობით, კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა დილით კლინიკაში შეყვანილი ერთი ქალი, მისი შვილის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



