|
2026-11-19 13:18:07, 531 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ უცხოეთიდან $16 მილიარდის საქონელი შეიძინა
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლის იმპორტმა 16.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით მეტია. იმპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნავთობის გაძვირებამ, რის შედეგადაც ამ საქონლის შესყიდვის ღირებულება წინა წელთან შედარებით, 46%-ით გაიზარდა. ამასთან, მკვეთრად - 960%-ით გაიზარდა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტი, რაც ყულევის პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებას უკავშირდება. ბუნებრივი აირის იმპორტში კი 17%-იანი მატებაა. ამავდროულად, შემცირებულია საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტის - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი - აქ 12%-იანი კლება ფიქსირდება. აღნიშნული განპირობებულია როგორც რეექსპორტის 25%-იანი კლებით, ისე ქვეყანაში ავტომობილების განბაჟების საფასურის მკვეთრი ზრდით, რაც ძალაში 2026 წლის აპრილიდან შევიდა. წელსვე 725%-ით გაიზარდა მზის ფოტოვოლტური ელემენტების იმპორტი, რომელმაც 189 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ შემთხვევაში ზრდა ქვეყანაში მზის რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესს უკავშირდება.
ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, საქართველოს იმპორტში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წილი 24.9%-ს შეადგენდა, დსთ-ის ქვეყნებისა კი - 20.5%-ს. ცალკეული ქვეყნების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი თურქეთია. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში თურქეთიდან საქართველოში 2.46 მილიარდი დოლარის საქონელი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 15.2%-ს შეადგენს. წლიურად იმპორტი 8.7%-ით გაიზარდა. თურქეთიდან ყველაზე დიდი მოცულობით ნავთობპროდუქტები (237.6 მლნ დოლარი), მედიკამენტები (150 მლნ დოლარი), რკინისა და ფოლადის წნელები (100.2 მლნ დოლარი) შემოვიდა. მეორე ადგილზე ჩინეთია, საიდანაც იმპორტმა 1.97 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21.6%-ით მეტია. შედეგად, ჩინეთმა აშშ-ს გადაასწრო და საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორებს შორის მეორე პოზიცია დაიკავა. ჩინეთიდან იმპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ფოტოვოლტური ელემენტების (მზის პანელების) შესყიდვამ შეიტანა. ამ პროდუქციის იმპორტის ღირებულებამ 158.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის რვაჯერ აღემატება. ჩინეთიდან საქართველოში შემოვიდა ასევე 82.7 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები, რომელთა რაოდენობამ 8 229 ერთეული შეადგინა. მესამე ადგილზე აშშ-ია, საიდანაც იმპორტმა 1.88 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში აშშ-დან იმპორტის ღირებულება 2 376.8 მლნ დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში მაჩვენებელი 20.8%-ით შემცირდა. მეოთხე პოზიციაზე რუსეთია 1.78 მილიარდი დოლარით. რუსეთიდან იმპორტი წლიურად 15.8%-ით გაიზარდა. ძირითადი საიმპორტო პროდუქტები ნავთობპროდუქტები (309.3 მლნ დოლარი), ნედლი ნავთობი (269.4 მლნ დოლარი) და ხორბალი (89.5 მლნ დოლარი) იყო. ნედლი ნავთობის იმპორტი რუსეთიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ექვსჯერ გაიზარდა. საიმპორტო ქვეყნების ათეულში ასევე შედიან აზერბაიჯანი 605.6 მლნ დოლარით, საიდანაც იმპორტი 19.5%-ით გაიზარდა; იაპონია 470.9 მლნ დოლარით (+52.9%); იტალია 372.1 მლნ დოლარით (+4.6%); ბულგარეთი 322.8 მლნ დოლარით (+19.8%) და ნიდერლანდები 294.5 მლნ დოლარით (+24%). საქსტატის მონაცემებით, ათ უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყანაზე საქართველოს მთლიანი იმპორტის 68.6% მოდიოდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



