|
2026-11-19 13:15:21, 510 ნახვა
ეკონომიკა
10 თვეში ექსპორტმა $7 მილიარდს მიაღწია- პირველი ორი ადგილი ავტომობილები და ნავთობპროდუქტებია
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 6.87 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17.9%-ით აღემატება. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის 1057%-ით ზრდამ, რამაც 10 თვეში 893 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ საქონლის ექსპორტის მატება დაკავშირებულია საქართველოში პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან. ამასთან, საქართველოს უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში - მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტში 25%-იანი კლებაა. წელსვე მკვეთრად - 81%-ით გაიზარდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი, რამაც 527 მილიონ დოლარს მიაღწია. ამასთან, შემცირდა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი. სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 8.3%-ით, 211.1 მლნ დოლარამდე იკლო, ხოლო ღვინის ექსპორტი 1.8%-ით დაეცა და 214.5 მლნ დოლარი შეადგინა.
ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, საქართველოს ექსპორტის უდიდესი ნაწილი კვლავ დსთ-ის ქვეყნებზე მოდის. მათზე მთლიანი ექსპორტის 51.9% განაწილდა, ევროკავშირის ქვეყნების წილი კი მხოლოდ 9.7% იყო. ცალკეული ქვეყნების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი იყო. ამ ქვეყანაში ექსპორტმა 731.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 10.6%-ია. ამასთან, მიუხედავად პირველი ადგილის შენარჩუნებისა, ყირგიზეთში ექსპორტი წლიურად 40.7%-ით შემცირდა. მეორე პოზიციაზე ჩინეთია, სადაც ექსპორტის ღირებულებამ 673.3 მლნ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 173.1%-იანი ზრდაა. ჩინეთში საქართველოდან ძირითადად ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები გავიდა, რომელთა ექსპორტის ღირებულებამ 407.4 მლნ დოლარი შეადგინა. ასევე ექსპორტირებული იყო 127.7 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები და 27.6 მლნ დოლარის სპილენძის მადნები. მესამე ადგილზე აზერბაიჯანია 648 მლნ დოლარით - ექსპორტი 10.2%-ით გაიზარდა. რუსეთში ექსპორტმა 621.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2.1%-იან ზრდას წარმოადგენს. რუსეთის ბაზარზე ძირითადი საექსპორტო პროდუქტები ღვინო (137.1 მლნ დოლარი), სპირტიანი სასმელები (103.5 მლნ დოლარი), მინერალური წყლები (66.4 მლნ დოლარი) და ახალი ხილი (62.2 მლნ დოლარი) იყო. უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორებს შორის მეხუთე ადგილზე სომხეთია, სადაც საქართველოდან 573.6 მლნ დოლარის საქონელი გავიდა. ამ მიმართულებით ექსპორტი წლიურად 29.4%-ით გაიზარდა. უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ათეულში ასევე შედიან ყაზახეთი 472.2 მლნ დოლარით, სადაც ექსპორტი 36.5%-ით შემცირდა; თურქეთი 393.1 მლნ დოლარით, სადაც ზრდამ 45.2% შეადგინა; ბულგარეთი 204.5 მლნ დოლარით; უზბეკეთი 186.4 მლნ დოლარით და ირანი 179.9 მლნ დოლარით. ირანში ექსპორტი წლიურად 526.4%-ით გაიზარდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



