|
2026-11-19 13:04:07, 493 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში - ვიდეო
თიბისის თანამედროვე მონაცემთა დამუშავების ცენტრი მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებას, საბანკო სერვისების უწყვეტ მუშაობასა და სამომავლო ტექნოლოგიურ განვითარებას უზრუნველყოფს. Tier III სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა თიბისის ციფრული ეკოსისტემის საიმედო ტექნოლოგიური საფუძველია და მომხმარებელთა მზარდ საჭიროებებზე სწრაფად რეაგირების შესაძლებლობას ქმნის. თიბისის ახალი მონაცემთა ცენტრი საქართველოში ერთადერთი მსგავსი ინფრასტრუქტურაა, რომლის შეკეთება, ტექნიკური განახლება და გაფართოება შესაძლებელია საბანკო სერვისების შეფერხების გარეშე. ეს თიბისის ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია - საჭირო ინფრასტრუქტურა მზად იყოს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი მოთხოვნებისთვისაც. მონაცემთა ცენტრის მშენებლობის სტრატეგიული გადაწყვეტილება თიბისიში 2024 წელს მიიღეს. პროექტის მიზანი იყო მონაცემთა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება, საბანკო სერვისების უწყვეტობის შენარჩუნება და მასშტაბირებადი ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა. ცენტრი რეკორდულად მოკლე დროში - 36 კვირაში აშენდა და ამოქმედდა. სწორედ, აქ განთავსებული სისტემები უზრუნველყოფს ყოველდღიური ციფრული საბანკო ოპერაციების შესრულებას - იქნება ეს მობაილბანკით გადარიცხვა თუ სხვა საბანკო სერვისით სარგებლობა. მონაცემთა უსაფრთხოებას მრავალშრიანი დაცვა, მკაცრი ფიზიკური უსაფრთხოების ზომები, ელექტრომომარაგებისა და გაგრილების რეზერვირებული სისტემები, რამდენიმე მონაცემთა ცენტრის ურთიერთდაზღვევა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით დამატებითი რეზერვირება უზრუნველყოფს. თიბისის არსებობის ისტორიაში, მომხმარებელთა მონაცემების დაკარგვის შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა. ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული მზის პანელები ელექტრომომარაგების დაახლოებით ერთ მესამედს უზრუნველყოფს, ხოლო ენერგოეფექტური გაგრილების სისტემები და მოდულარული არქიტექტურა ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. მონაცემთა ცენტრი თიბისის გრძელვადიანი ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი საშუალებით ბანკი კიდევ უფრო აძლიერებს მომხმარებელთა მონაცემების დაცვას, საბანკო სერვისების საიმედოობასა და იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომლებიც მომავალში ახალი, ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



