|
2026-11-19 12:40:16, 552 ნახვა
საზოგადოება
თამაზაშვილი - გადმოიხარა საყრდენი კედელი, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა, ნგრევის რეალური საფრთხეა
შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, შესაძლოა კორპუსი ჩამოინგრეს - თამაზაშვილის თქმით, შენობის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც ნგრევის აფრთხე რეალურია. "გადმოიხარა საყრდენი კედელი, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა და ბიჭები უკანა მხრიდან მუშაობენ აქტიურად. ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩათვლას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო. ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა შს მინისტრმა. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა და დაგროვებაა. აფეთქება დილის 09:00 საათისთვის საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა, რასაც სადარბაზოს ჩამონგრევა მოჰყვა. ადგილზე გრძელდება აქტიური ძებნა-შველის სამუშაოები და მიმდინარეობს დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია. გავრცელებული ცნობით, მაშველები ნანგრევებში კიდევ 7 ადამიანს (4 ზრდასრულსა და 3 ბავშვს) ეძებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარება და პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



