01:03 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-19 12:11:52, 571 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე - მონაცემებით, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული და მათ შორის ერთი მცირეწლოვანია - სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ

„ამ დროის მონაცემებით, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული და მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. თითოეული მათგანი ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშაა, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვი, მისი ასაკიდან გამომდინარე“ -  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე კვლავ რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

„ამ მიმართულებით შეფერხება არსებობს - როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ  მივიდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ადგილზე ახლაც სასწრაფო დახმარების არაერთი ჯგუფი იმყოფება. ბუნებრივია, რისი საჭიროებაც იარსებებს, ყველანაირი სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება“  - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics