01:03 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-19 11:24:31, 518 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

როგორც “ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

უწყების ცნობით, მაშველებმა შენობიდან სამი დაშავებული გამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, სამივე მათგანი კონტაქტური იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებულია.

ამ დროისთვის უცნობია, ხომ არ იმყოფებიან შენობაში სხვა ადამიანები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რომ ამ ინფორმაციის შესახებ ჯერ არ აქვთ ცნობები.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics