21:40 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-16 11:31:37, 842 ნახვა

ეკონომიკა
კობახიძე - 2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%

2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%. ეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, წელსაც შენარჩუნდა დადებითი დინამიკა და არსებული მონაცემებით, პირველი 3 კვარტლის მონაცემებით ზრდამ შეადგინა 7.4%, შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში 2026 წლის პროგნოზი  5.3 %-დან 7.2%-მდე გაზარდა.

„2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%. ეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ ვადარებთ ხოლმე მოლდოვას ტრადიციულად ჩვენს მაჩვენებლებს და ამ 5 წლის განმავლობაში უკვე 13.3 მლრდ დოლარით გაიზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის. ეს სხვაობა იყო 4.5 მლრდ დოლარი 2020 წელს და სხვაობა არის გაზრდილი 13.3 მლრდ დოლარით. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს შედარება, ამაზე თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ.

მოხარულები ვართ, რომ წელსაც შენარჩუნდა ეს დადებითი დინამიკა და არსებული მონაცემებით, პირველი 9 თვის, 3 კვარტლის მონაცემებით ზრდამ შეადგინა 7.4% და შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში 2026 წლის პროგნოზი გაზარდა 5.3 %-დან 7.2%-მდე. რაც შეეხება საშუალოვადიან პროგნოზს, 2026-2031 წლების პროგნოზს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა იქნება 5.5 %, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროგნოზს აღემატება ეს მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ. 

იანვარ-ოქტომბერში საქონლის ექსპორტი დაახლოებით 18 %-ით გაიზარდა და თითქმის 7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ კი 60% შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ტურიზმის სექტორშიც, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. მოგეხსენებათ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა კრიზისმა თავისი გავლენა მოახდინა ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაშიც ტურიზმის დინამიკაზე, თუმცა ამის მიუხედავად მოვახერხეთ და გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 4.5 %-ით გავზარდეთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რამაც უკვე შეადგინა 3.8 მილიარდი დოლარი. ასევე ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით, 2025-2026 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3%-ზე ნაკლებია, მაშინ როცა 2016-2021 წლებში ეს მაჩვენებელი 9%-ს უტოლდებოდა,"- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
კალასი - სირიისგან უნდა მივიღოთ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics