07:36 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 14:50:10, 812 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ბანკის წარმომადგენლებმა დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო EBRD-ის ახალ, 4-წლიან სტრატეგიას საქართველოსთვის, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ ყველა მიმართულებას, მათ შორისაა, კერძო სექტორის წახალისება და მხარდაჭერა, ენერგოდამოუკიდებლობა და დივერსიფიკაცია,  საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ამჟამად, EBRD-ის მხარდაჭერით, ქვეყანაში ფინანსდება მნიშვნელოვანი პროექტები ენერგეტიკასა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. ბანკი ასევე აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან - მნიშვნელოვანია მისი როლი საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხითაც. აღსანიშნავია, ბანკის თანამშრომლობა ინვესტორთა საბჭოში, რომელიც კიდევ ერთი პლატფორმაა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც აღინიშნა, უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს, რომელიც ითვალისწინებს ისეთი პროგრამების დაფინანსებას როგორებიცაა: დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლება და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსთან წარმატებული პარტნიორობა გაგრძელდება და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.

შეხვედრას ესწრებოდა EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics