|
2026-11-09 13:45:50, 2839 ნახვა
ეკონომიკა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
როსელხოზნადზორმა (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) შეისწავლა, თუ როგორ გასცემს საქართველო ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილი ხილისთვის. სააგენტოს ვებგვერდის ცნობით, ქართული სატესტო ლაბორატორიების აუდიტის შემდეგ, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსელხოზნადზორი) საქართველოს სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას გაუგზავნის სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს მისი ტესტირების კომპეტენციას, მეთოდებსა და შედეგებს. სამსახურის დელეგაცია საქართველოში 2026 წლის 2-დან 6 ნოემბრამდე იმყოფებოდა ქვეყნის სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით. სპეციალისტებმა ჩაატარეს ლაბორატორიების აუდიტი და შეისწავლეს რუსეთში ექსპორტირებული ბროწეულისა და კურკოვანი ხილის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა. რუსმა სპეციალისტებმა განიხილეს საქართველოს სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის მუშაობა, რომელიც ატარებს აქტიური პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების ტესტირებას რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქტებში. სპეციალისტებმა შეაფასეს ლაბორატორიის ორგანიზაციული სტრუქტურა, აღჭურვილობა, პერსონალის კვალიფიკაცია, ტესტირების მეთოდები და მისი შენობის შესაბამისობა მოთხოვნებთან. ქართველმა კოლეგებმა აჩვენეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული სტატუსის დადგენის პროცედურა და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცესი.
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
კალასი - სირიისგან უნდა მივიღოთ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



