|
2016-04-11 13:19:59, 506 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს გენერალ-ლეიტენანტმა რაიმონდს გრაუბემ უმასპინძლა. ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა. შეხვედრებზე ლატვიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ლატვიურ მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დროსა და ვარშავაში დაგეგმილ სამიტზე ლატვიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც განიხილეს. თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეროვნული გვარდიის შტაბს ესტუმრა, სადაც გვარდიის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა ლეონიდს კალნინსმა სტუმრებისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი ანდრია გოცირიძე დაესწრო. მხარეებმა ლატვიასა და საქართველოს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. გენერალური შტაბის უფროსის შეფასებით, ლატვიაში ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. „შეხვედრები მეგობრულ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოვისმინეთ საინტერესო ბრიფინგი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დავსახეთ ურთიერთობის შემდგომი განვითარების გზები. საინტერესო შეხვედრა გვქონდა ლატვიის გვარდიაში, სადაც ასევე გაერთიანებულია კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი. ლატვიის გვარდიასთან, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ქართველი და ლატვიელი სპეციალისტების შემდგომი თანამშრომლობაც დაიგეგმა“, - განაცხადა გენარალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკ ოსკარს კალპაკსის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ლატვიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზა დაათვალიერა.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)