21:52 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 16:50:18, 4670 ნახვა

ეკონომიკა
რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - ამის შესახებ ინფორმაციას პრორუსი ბიზნესმენი, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია "ფორმულასთან" ამბობს. 

მისი ინფორმაციით, ეს კომპანიებია: "შატო მუხრანი" და "ვინივერია". 

"სამწუხაროდ, სანქციების მეორე ტალღაში მოყვა "შატო მუხრანი" და "ვინ ივერია". 

"ვინივერია" ატარებდა აუქციონს უკრაინის ტერიტორიაზე და ამ აუქციონიდან ფული პირდაპირ მიდიოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, უკრაინის ჯარს აფინანსებდა. ეს განცხადება გაკეთდება ამ დღეებში. ძალიან სამწუხაროა", - თქვა თავდაპირველად BMge-სთან ფიფიამ. 

10 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა საქართველოდან გარკვეული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების იმპორტი აკრძალა. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა: "ნაბეღლავის", "კოკა-კოლას", "თელიანი ველის", "თბილღვინოს", "ძმები ასკანელების", "ვაინმენისა" და ქართული ლუდის კომპანიის პროდუქტების იმპორტი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
კალასი - სირიისგან უნდა მივიღოთ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics