|
2026-10-22 21:44:28, 223 ნახვა
სამართალი
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
პოლონეთმა დააკავა რუსი ოპოზიციონერი მხატვრისა და "აქციონისტის", სემიონ სკრეპეცკის (რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი. მკვლელობაში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილ საქართველოს 22 წლის მოქალაქის დაკავებაზე განაცხადა სპეცსამსახურების კოორდინატორმა ტომაშ სიემონიაკმა 22 ოქტომბერს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, წერს სიემონიაკი X-ზე. გამოძიების ვერსიით, მაჰმუდ ა. მკვლელობაში მთავარ ბრალდებულს, ელნურ ა.-ს დაეხმარა. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობასაც ედავებიან. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ამას გარდა, მაჰმუდ ა.-სთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებიც მასთან ერთად მგზავრობდნენ. სასაზღვრო სამსახურისთვის გადაცემის შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ქვეყნიდან გაძევების პროცედურა დაიწყო. მათ ასევე 10 წლით აეკრძალათ პოლონეთში ხელახლა შესვლა. კუზოვკოვი, რომელიც სემიონ სკრეპეცკის ფსევდონიმით იყო ცნობილი, 15 ივნისს აღმოსავლეთ პოლონეთის ქალაქ ბიალა-პოდლასკაში სახლთან ძაღლის გასეირნებისას მოკლეს. 44 წლის მხატვარი და ბლოგერი პუტინისა და სხვა რუსი პოლიტიკური ფიგურების კარიკატურებით იყო ცნობილი. მან რუსეთი 2021 წელს პოლიტიკური დევნის შიშით დატოვა და კრემლის საწინააღმდეგო ნამუშევრების შექმნა ემიგრაციაშიც განაგრძო. მკვლელობაში მთავარი ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ელნურ ა., 18 ივნისს დააკავეს. ის ბრალს უარყოფს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)