16:17 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 15:58:04, 230 ნახვა

ეკონომიკა
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

თიბისიმ, Visa-სთან პარტნიორობით, საქართველოში პირველმა დანერგა Visa + სერვისი, რომელიც მომხმარებლებს გადარიცხვის უფრო მარტივ გზას სთავაზობს.

თიბისის Visa ბარათის მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, სხვა ქვეყნის Visa ბარათზე თანხა მომენტალურად, მხოლოდ მიმღების უცხოური მობილურის ნომრის მითითებით გადარიცხონ.

Visa+ სერვისით სარგებლობისთვის, მიმღებმა ბარათი და მობილურის ნომერი Visa+ სერვისს უნდა დაუკავშიროს. შედეგად, თანხის მიღებას საბანკო ანგარიშის დეტალების გაზიარება აღარ სჭირდება - საკმარისია მხოლოდ დარეგისტრირებული ნომერი.

ახალი ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია თიბისის მობაილბანკში. მომხმარებლებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ აშშ დოლარში, ევროსა და ფუნტ სტერლინგში, სადებეტო ბარათიდან ან მიმდინარე ანგარიშიდან.

ერთი ტრანზაქციის მაქსიმალური ლიმიტი, შესაბამის ვალუტაში, 1,000 ერთეულია. გადარიცხვა სრულდება მომენტალურად, თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვის დრო კი მიმღებ ბანკზეა დამოკიდებული.

ბარათის მონაცემების გაზიარების საჭიროების შემცირებით, Visa+ ქმნის თანხის გადარიცხვის უფრო მარტივ და მოსახერხებელ გამოცდილებას: მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი იდენტიფიკატორი, რომელიც უკვე მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია - მობილურის ნომერი.

Visa+ სერვისის დანერგვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისი ქმნის და ავითარებს ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს რეალურად უმარტივებს ყოველდღიურობას. ამასთან, კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეუძლიათ Visa-სა და ფინანსურ ინსტიტუტებს გლობალური გადახდის შესაძლებლობების ლოკალურ ბაზრებზე მორგება და ისეთი პრაქტიკული გადაწყვეტილებების შექმნა, რომლებიც მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად საჭიროებებს პასუხობს.

Visa+ სერვისით სარგებლობისა და გადარიცხვის დეტალური პირობების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics