|
2026-10-22 11:41:31, 241 ნახვა
ეკონომიკა
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. ინიციატივის ფარგლებში, ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ხელოვნური ინტელექტი და დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით. რას ისწავლი? მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სხვადასხვა კურსი, მათ შორის:
კურსების საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას და გაიუმჯობესონ ციფრული უნარები. სად შეძლებ სწავლას? მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პროგრამები ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის პარტნიორ აკადემიებში, მათ შორის IT აკადემია STEP-ში, სქილვილში (Skillville), Edutech Academy-ში, დიზაინის ინსტიტუტში, Re:educate-სა და ელექტრონულ აკადემიაში. კურსების არჩევანი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. როგორ შეგიძლია გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი? სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში კი დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)