20:01 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 19:47:41, 226 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვით ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის განხილვას 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ.

"დღეს არ არის დრო არც კითხვების და არც პასუხების, დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. დღეს არის ის დღე, როცა "ქართული ოცნება" ცდილობს, და ვერ მიაღწევს ამას, რომ დაასამაროს საბოლოოდ დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში", - ასე იწყება ვიდეომიმართვა.

მისი შეფასებით, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, იშვიათი მოვლენაა და ჯერ არცერთ სხვა ქვეყანას მსგავსი რამ არ გაუკეთებია - "რასაც ქვია აკრძალვა ყველასი."

"იმ დროს, როცა ასეთი სამარცხვინო რამ ხდება, არც სოლიდარობაა, არც რამე გულშემატკივრობა სხვების, რა მნიშვნელობა აქვს, აქ რომელ პოლიტიკურ პარტიას ეხება.

მე, ჩემი გემოვნება, თქვენი გემოვნება აქ არაფერ შუაში არ არის - აქ არის ქვეყნის პრობლემა, ყველას პრობლემაა, იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც სამარცხვინოდ ვჩანვართ დღეს მთელ მსოფლიოში და ამას თუ ვერ ხვდება ერთი პარტია და მისი რამდენიმე წარმომადგენელი და თუ მათი ხელფასები თუ ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

5-წუთიანი ვიდეომიმართვის ბოლოს ის მოქალაქეებს ერთად დგომისკენ და ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს.

  •  




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics