|
2026-10-21 11:14:10, 239 ნახვა
ეკონომიკა
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის 2026 წლის Markets Awards-ის ფარგლებში, თიბისიმ ეროვნული კატეგორიის ნომინაციაში გაიმარჯვა - Best Fixed Income House in Georgia - წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში ობლიგაციების ბაზარზე. ჯილდო აღიარებს ბანკის ლიდერობასა და მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების ბაზრის განვითარებაში. ეს აღიარება უკავშირდება თიბისის მიღწევებს სახელმწიფო ობლიგაციების მეორად ბაზარზე, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, ვაჭრობისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებაში. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის თიბისი აქტიურად ავითარებს ქართული ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობას და ინოვაციურ გადაწყვეტებს ვაჭრობის, დაფინანსებისა და რისკების დაზღვევის მიმართულებით. გარდა ამისა, თიბისიმ 2025 წელს განავითარა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების პორტფელი და სუვერენული ობლიგაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. ეს მიღწევები თიბისის გლობალური ბაზრებისა და ხაზინის დეპარტამენტის სტრატეგიული ტრანსფორმაციის შედეგია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში პირველი სპეციალიზებული ფიქსირებული შემოსავლებისა და ფულადი ბაზრების სავაჭრო გუნდის შექმნა იყო. ეს საერთაშორისო აღიარება კი, ხაზს უსვამს თიბისის მზარდ როლს საქართველოსა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს შორის კავშირების გაძლიერებასა და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)