18:08 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-20 17:03:21, 260 ნახვა

პოლიტიკა
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს

შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში.  იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს. დედას ხომ იცით არაფერი არ გააჩერებს - აცხადებს ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი ტელეკომპანია "პირველთან" საუბარში.

"შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს პირველ რიგში თქვენთვის, მთავრობისთვის" - თქვა ნინო აბრამიშვილმა პირდაპირ ეთერში ჩართვისას. მან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

ყველა მთავრობისთვის არის კრახი, როდესაც ციხეს ეხება. ყველა მთავრობის დასასრულია, როცა ციხეს ეხება. ციხის ბუნტი და ციხეში ასეთი რამის შემდეგ, მინიმუმ გადაყენებული უნდა იყოს ციხის უფროსი. გენერალური პროკურატურა უკვე უნდა იჯდეს აქ, მე ვერავის ვერ ვხედავ აქ. მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებ, ხომ გვყავს ჩვენ მთავრობა? 

მივმართავ ბატონ ივანიშვილს, ბატონო ბიძინა დამეხმარეთ - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში.  იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს. დედას ხომ იცით არაფერი არ გააჩერებს - მარტო შუბლში ტყვია და მე იმ ტყვიასაც მივიღებ, თუ მესვრით, მაგრამ მე გთხოვთ, როგორც დედა გთხოვთ, დააყენეთ ფეხზე თქვენი პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, ვინც კი არიან, აი ჩვენი ჯიბიდან რომ იღებენ ხელფასს, მიხედონ ამ საქმეს. შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს, პირველ რიგში, თქვენთვის მთავრობისთვის იქნება ცუდი. მე არ ვითხოვ რომ გაათავისუფლოთ ჩემი შვილები, შეიძლება მე ყველაფერი არ მომწონს, მაგრამ ისინი ჩემი შვილები არიან და ის, რომ ქურდული "რაზბორკები" მოუწყონ ჩემს შვილს ციხეში და მთავრობამ ეს არ იცოდეს, მაშინ მე არ ვიცი რა ხდება, მაშინ არ ვყოფილვართ, როგორც ქვეყანა", - ამბობს ნინო აბრამიშვილი. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics