16:52 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-19 15:48:33, 251 ნახვა

სამართალი
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები

სასამართლომ უარი თქვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი საჯარო განცხადების მტკიცებულებად დაშვებაზე.

დღევანდელ სხდომაზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა, დაცვის მხარეებმა შუამდგომლობა დააყენეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი წერილის მტკიცებულებად დაშვების შესახებ. ეს წერილი, რომელშიც ღარიბაშვილი ახსენებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს, საქმის მასალებში იყო შეტანილი.

როგორც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ განმარტა, ეს მტკიცებულება არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის კრიტერიუმებს. კალიჩენკოს თქმით, როდესაც ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია და შეიცავს შესაძლო დანაშაულის ელემენტებს, მასზე რეაგირება და მისი შესწავლა საგამოძიებო ორგანოების ექსკლუზიური პრეროგატივაა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეში, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა ვასილ მხეიძემ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. მათი ჩვენების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და ირაკლი ღარიბაშვილის ზოგადი მფარველობის სანაცვლოდ, ბურჭულაძემ 1,500,000 ლარიანი ქრთამის 750,000 ლარი პირადად ღარიბაშვილს გადასცა, ხოლო დარჩენილი 750,000 ლარი თავისთვის დაიტოვა.

ამ ქმედებების შედეგად, სახელმწიფომ განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ქონებრივი ზიანი - 6,985,255 ლარი - განიცადა და მნიშვნელოვნად დაირღვა საზოგადოებრივი ინტერესები.

პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ქრთამის აღებას პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი მასშტაბით საჯარო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11-დან 15 წლამდე ვადით.

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ფულის გათეთრებაში. საპროცესო შეთანხმების თანახმად, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა მიესაჯა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics