18:38 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-12 17:26:57, 331 ნახვა

მსოფლიო
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო ევროკავშირმა მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციები გააფართოვა. ბრიუსელის სანქციებმა დამატებით 1600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი მოიცვა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დადასტურებული გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ეს დასანქცირებულთა სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

1600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირიდან ნახევარზე მეტს კავშირი აქვს რუსული ბალისტიკური რაკეტების წარმოებასთან.

ჩამონათვალი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. 

ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 ოქტომბერს, სანქციების სიის გაფართოებაზე შეთანხმდნენ ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლები.

ევროკავშირის სანქციები ნიშნავს აქტივების გაყინვას, ეკონომიკური ურთიერთობებისა და მომსახურების აკრძალვას. ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაც.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
Yandex-ის გათიშვამ საქართველოც იმოქმედა
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics