11:44 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 14:26:17, 570 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დავით ებრალიძემ 27 წლის წინ მომხდარი მოვლენები შეაფასა.

„9 აპრილი ჩვენი უახლესი ისტორიის დიდი ძვრების და გაერთიანების დასაწყისი იყო. როგორც დიდ დღეებს შვენის, ამ დღესაც ჰყავს თავისი გმირები. 9 აპრილს გმირები დაეცნენ და ცხადია, ამ თვალსაზრისით, ეს დღე ტრაგიკულიც არის. თავდაცვის სამინისტრო პატივს მიაგებს 9 აპრილის გმირებს. ეს დღე ყოველთვის იქნება ღირსშესანიშნავი დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში“, - განაცხადა ებრალიძემ.

ცნობისთვის, 27 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics