|
2026-10-09 12:43:33, 274 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველის აპარატი - გიორგი დავითაძის ადვოკატის ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს
მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სახალხო დამცველი ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარის მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას და მოუწოდებს მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახალხო დამცველის რწმუნებულების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება. მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს. დოკუმენტურად დასტურდება (პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი), რომ გიორგი დავითაძის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე კონსულტაციას თავის ადვოკატთან გაივლიდა. როგორც არაერთხელ განიმარტა, სახალხო დამცველის აპარატმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, გიორგი დავითაძის უფლებების დასაცავად ყველა საჭირო მოქმედება განახორციელა. აპარატის მიმართვის საფუძველზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომლის მონიტორინგის პროცესი დღემდე გრძელდება. სახალხო დამცველის რწმუნებულებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა შემაშფოთებელია და არ ემსახურება არც კონკრეტული პატიმრის და არც სხვა პატიმრების კანონიერი უფლებების დაცვის ინტერესებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებაზე - ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა
კახა კალაძე ხმაურის რეგულაციებზე: გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური - ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)