|
2026-10-05 18:40:10, 2356 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, EFSE-ს მხარდაჭერით, ბათუმში სალომე არღვლიანის ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მასში მონაწილეობა 40-მდე ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო. მეწარმე ქალები გაეცნენ ბიზნესის განვითარების ხუთ კრიტიკულ საფეხურს და თითოეულ მათგანზე არსებულ ძირითად გამოწვევებს. განიხილეს, თუ რა არის ლიდერის მთავარი დანიშნულება ბიზნესის ზრდის სხვადასხვა ფაზაში, როგორ იცვლება თავად ლიდერი და, შედეგად, როგორ ცვლის ის ბიზნესს. ვორკშოპზე ისაუბრეს იმაზეც, როგორ აღმოაჩინონ საკუთარი ლიდერობის მოდელი, მისი გამოწვევები და შესაძლებლობები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც თანამშრომელთა ლოიალობისა და ჩართულობისა ასამაღლებლად გამოიყენება. საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, მეწარმეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს ქმნის. ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერია სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მონაწილეებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ბიზნეს 360˚-ის პლატფორმის ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



