|
2026-10-02 12:40:11, 258 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit გრძელდება და სექტემბერში, მაყურებელს, ახალ ეპიზოდს სთავაზობს. ეპიზოდი ორ ნაწილად იყოფა და ის Punchline Profit-ის Youtube არხზე უკვე ხელმისაწვდომია. ახალ ეპიზოდში, ბიზნესშოუს წამყვანები და მოწვეული სტუმრები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე საუბრობენ: როგორ იზრდება გლობალური ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, როცა მისი მთავარი გამოწვევა უკვე არა იდეა, პროდუქტი ან ინვესტიცია, არამედ - სწორი ადამიანების პოვნა და გუნდის გაზრდაა. ანა რობაქიძე - Theneo-ს დამფუძნებელი და CEO, მაყურებელს კომპანიის ზრდის გამოცდილებას, კადრების მოძიებისა და განვითარების გამოწვევებს უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მზად არის ქართული ბაზარი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების მოთხოვნებისთვის. Punchline Profit-ის სექტემბრის ეპიზოდის მეორე ნაწილი პირად და რეალურ გამოწვევებს დაეთმობა. როგორ აშენებ სტარტაპს 51 წლის ასაკში, როცა ოჯახი, შვილები და პასუხისმგებლობები აღარ გაძლევს საშუალებას, წლები გაატარო ექსპერიმენტებში ან დიდი დრო დაუთმო უცხოეთში კაპიტალის მოძიებას. ირაკლი ბესელიძე - Calen AI-ს დამფუძნებელი, მაყურებელს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას იმაზე, თუ რას ნიშნავს ბიზნესის წამოწყება მაშინ, როცა საკუთარი დრო გაცილებით ძვირფას რესურსად იქცევა და თითოეულ გადაწყვეტილებას უფრო დიდი ,,ფასი’’ აქვს. Punchline Profit-ის წამყვანები უცვლელად, შოთი არველაძე და გიორგი მარრი იქნებიან, თანაწამყვანი კი, ლუკა ნაჭყებია - შეფი, კვების ტექნოლოგი, რესტორატორი და გასტრონომი, რომელსაც გუნდის შექმნისა და სწორი ადამიანების პოვნის საკუთარი, განსხვავებული ხედვა აქვს, ტექნოლოგიები და HoReCa, ორი სრულიად განსხვავებული სფერო, მაგრამ ერთი საერთო გამოწვევა: როგორ იპოვო, გაზარდო და შეინარჩუნო ტალანტი. თუ ტექნოლოგიები, სტარტაპები, ტალანტების განვითარება, განათლება და ბიზნესის ზრდის რეალური გამოწვევები გაინტერესებთ, ეს ეპიზოდი თქვენთვისაა. Punchline Profit-ის თითოეული ეპიზოდის, ასევე სხვადასხვა სახის კონტენტის ნახვა ბიზნესშოუს YouTube-ის გვერდზე, ასევე, ონლაინ პლატფორმებზე - Facebook, Instagram, LinkedIn-სა და TikTok-ზეა შესაძლებელი. ბიზნესშოუ მედიაკომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)