13:31 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-01 12:38:06, 296 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას

პირველი ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კირცხალია აღნიშნავს,  14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა.

„სწორედ მისმა პირადმა პასუხისმგებლობამ, თავგანწირვამ, პრინციპულობამ და ლიდერობამ შექმნა შესაძლებლობა, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით განხორციელებულიყო. „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი პირველ ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენს ქვეყანას დასჭირდება. ჩვენი გუნდი კი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას, რომელიც დღესაც ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს. პირველ ოქტომბერს როცა ვიხსენებთ, ჩვენთვის ეს არის მადლიერების დღეც იმ ადამიანების მიმართ, ვინც მაშინ საკუთარი სწორი არჩევანი გააკეთა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრებს და მხარდამჭერებს. პირველი ოქტომბერი გვახსენებს, საიდან დაიწყო ეს გზა. 14 წლის შემდეგ კი ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს გზა გაგრძელდეს საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – წერს კირცხალია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics