12:39 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 11:51:39, 398 ნახვა

ეკონომიკა
Anchorისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით

საქართველოს ბანკი მობილბანკის მომხმარებლებს გაუმჯობესებულ გამოცდილებას სთავაზობს. ამჯერად, განახლდა თანხის გაყოფის, უცხოურ ბანკში გადარიცხვების და გადახდის შაბლონების ფუნქციონალები.

თანხის გაყოფის განახლებული შესაძლებლობები

თანხის გაყოფის ფუნქციონალში ორი ახალი მეთოდი გახდა ხელმისაწვდომი, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთო ხარჯები არა თანაბრად, არამედ სხვადასხვა ნაწილად დაყონ. ამისთვის მობილბანკში ორი ფუნქციონალი გაჩნდა: 

  • თანხის გაყოფა წილების მიხედვით - მომხმარებლებს შეუძლიათ თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალური წილი პროცენტულად განსაზღვრონ ან ერთ ადამიანს რამდენიმე წილი მიანიჭონ.
  • ქვითრის მიხედვით განაწილება - ამისთვის საკმარისია აიტვირთოს ქვითრის ფოტო, მოინიშნოს შესაბამისი კონტაქტები და თითოეულმა ადამიანმა ქვითრის მიხედვით განსაზღვროს საკუთარი წილი.

ამასთან, თანხის გაყოფა უკვე შესაძლებელია დოლარსა და ევროში განხორციელებული გადარიცხვებისთვისაც.

უცხოურ ბანკში გადარიცხვების ტრეკერი

უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალში განახლებული ტრეკერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს, რა ეტაპზეა მისი გადარიცხვა. მათ შორის, არის თუ არა თანხა შუამავალ ბანკში, საჭიროა თუ არა დამატებითი დოკუმენტი ან დასრულებულია თუ არა გადარიცხვა წარმატებით.

შაბლონის შექმნა პირდაპირ გადახდის პროცესში

კომუნალური და სხვა განმეორებითი გადახდების შესრულებისას მომხმარებელს აღარ სჭირდება ცალკე შაბლონების სივრცეში გადასვლა - IOS-ის მომხმარებლებისთვის შაბლონის შექმნა ახლა უშუალოდ გადახდის გვერდიდან არის შესაძლებელი. სიახლე მალე დაემატება Android-ის მომხმარებლებისთვის.

განაახლეთ მობილბანკი და ისარგებლეთ გაუმჯობესებული ფუნქციონალებით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics