10:57 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 13:31:08, 582 ნახვა

საზოგადოება
სუბარი: ეკომიგრანტებს ქონების დარეგისტრირებაში ჩვენი უწყების წარმომადგენლები ეხმარებიან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, მისი უწყების წარმომადგენლები ეკომიგრანტებს ქონების დარეგისტრირებაში ეხმარებიან.

როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე ათასზე მეტი საკუთრებაა აზომილი.

"ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი ეკომიგრანტებისთვის საკუთრებაში გადაცემა იმ სახლების, რომლებიც მათ მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ გადაცემული, მაგრამ ეს არ იყო მათი საკუთრება. ათასზე მეტი ასეთი საკუთრება არის აზომილი. უკვე 235 სახლეზეა გადამოწმებული მთავრობის დადგენილება, რომ მათ საკუთარებაში გადაეცემათ ეს სახლები. მთავრობის დადგენილებიდან სამი თვის ვადაში, თუ არ გადაიფორმებს, ეს დადგენილება უქმდება და თავიდან იწყება პროცედურა. ამიტომ, ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები მიდიან თითოეულ ოჯახში და მათ ეხმარებიან, რომ ეს ქონება დაირეგისტრირონ", -განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
დრონებმა მოსკოვსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, რამაც საწყობებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ხანძარი გამოიწვია
ტრამპმა მოულოდნელად დაასრულა კემპ დევიდში საარჩევნო კამპანია, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics