|
2026-09-22 16:51:52, 256 ნახვა
ეკონომიკა
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჩასაბარებელი ყურძნის ფასები იზრდება. "მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შევიტანოთ. ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები:
16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტიურად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი - 30 თეთრი". - თქვა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. ასევე, მისივე განცხადებით, იმ მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი აქამდე მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს, სხვაობას ახალი ფასებით გადაუთვლიან და კომპენსაციას მისცემენ. ცნობისთვის, მეორე დღეა, კახეთში პროტესტი მიმდინარეობს. მევენახეები ყურძნის ჩაბარებისას შაქრიანობის მიხედვით აქამდე განსაზღვრულ ფასს აპროტესტებდნენ - ისინი ამბობდნენ, რომ აქამდე შეთავაზებული თანხა (17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 30 თეთრი) ძალიან მცირე იყო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)