|
2026-09-15 12:26:07, 213 ნახვა
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ცნობილია – მხარდამჭერია ბაზისბანკი
ბაზისბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ერთობლივი კონკურსის - „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ პირველი გამარჯვებული, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი, ამირან ხიმშიაშვილი გახდა. ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო გასული წლის შემოდგომაზე დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას და იმ პედაგოგების აღიარებას, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოზარდებსა და სასკოლო საზოგადოებაში ფინანსური განათლების პოპულარიზაციაში. კონკურსის მონაწილეებს 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხორციელებინათ გაკვეთილები და პროექტები, შეექმნათ სასწავლო რესურსები და დაენერგათ ინოვაციური მიდგომები ფინანსური განათლების სწავლების პროცესში. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული ხუთი მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ბაზისბანკის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. 11 სექტემბერს კონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა, რომელზეც “ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებულ მასწავლებელს ბაზისბანკისგან ფულადი პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით უწყებებსა და საფინანსო სექტორს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და მხარდაჭერის მზაობას. ბაზისბანკი, როგორც განათლების პროექტების აქტიური მხარდამჭერი, ეროვნულ ბანკთან პარტნიორობას აგრძელებს და მომავალშიც ჩაერთვება ქვეყანაში ფინანსური წიგნიერების ამაღლების ინიციატივების განხორციელებაში.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)