2026-09-11 11:44:52, 1398 ნახვა
ეკონომიკა
ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მყვიდველთაგან, რუსეთი პირველ ადგილზეა
2026 წლის იანვრიდან აგვისტომდე საქართველომ 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია.
2026 წლის პირველი შვიდი თვის (იანვარი-ივლისი) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითადი მყიდველები იყვნენ:
რუსეთი — 100.4 მილიონი დოლარი;
იტალია — 21 მილიონი დოლარი;
სომხეთი — 17.3 მილიონი დოლარი.
ათეულში ასევე შედიოდა ჩინეთი (13.7 მილიონი დოლარი), გერმანია (8.9 მილიონი დოლარი), ესპანეთი (8.3 მილიონი დოლარი), სირია (8.1 მილიონი დოლარი), საფრანგეთი (7.5 მილიონი დოლარი), თურქეთი (6 მილიონი დოლარი) და უკრაინა (5.8 მილიონი დოლარი).
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან