|
2026-09-10 11:49:33, 1587 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ის ინიციატივითა და თიბისის გენერალური მხარდაჭერით შეიქმნა, ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჰაბის მთავარი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. სწორედ ამიტომ ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოზარდებისთვის დაპროგრამებისა და ალგორითმების მიმართულებით სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო. ჰაბის ახალი სასერტიფიკატო კურსები განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროგრამირების საფუძვლების შესწავლა სურთ. კურსები დაეხმარება მოზარდებს განივითარონ ალგორითმული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, გააძლიერონ ფუნდამენტური უნარები და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი. ჰაბის ფარგლებში, ახალი თაობისთვის, 2026 წლის ბოლომდე სულ სამი მიმართულებით გამოცხადდება სასერტიფიკატო კურსები. მათ შორის პირველია "დაპროგრამების საფუძვლები (C++)", რომელზეც რეგისტრაცია დაიწყო და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. წლის ბოლომდე კი მოზარდებს ასევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ: დაპროგრამების საფუძვლების (Python) და „მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების თეორიული საფუძვლების“ კურსებზე. გადადი ბმულზე და გაიგე მეტი დეტალი. “კურსების მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ დაპროგრამების და ალგორითმების თეორიის საფუძვლებს, რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მიიღონ უფრო ღრმა ცოდნა ორივე მიმართულებით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეროვნულ ოლიმპიადებში, მონაწილეობა მიიღონ ტექ ოლიმპიადების ჰაბის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევ პროცესში, გაიარონ სიღრმისეული ინტენსიური გადამზადება და შემდგომში საკუთარი ძალები საერთაშორისო ასპარეზზე გამოცადონ” - გიორგი მანდარია ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი. თიბისის მხარდაჭერით ჰაბის საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოში ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის გაძლიერებას და მომავალი თაობის პროგრამისტების, ინჟინრებისა და ინოვატორების განვითარებას.
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)