02:24 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-03 13:45:45, 1661 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს რუსული პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის შეძენა გაუძვირდა

საქართველომ პირველ 7 თვეში 67 მილიონ 349 ათასი დოლარის ღირებულების 20 347 ტონა პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის ღირებულება 20%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 9.1%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს პროდუქტის იმპორტი გაძვირდა.

საქართველოსთვის პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. სწორედ რუსული პროდუქტის შეძენამ გააძვირა წელს იმპორტი. წელს 7 თვეში, ამ მიმართულებიდან 14.5 მლნ დოლარის ღირებულების 6 132 ტონა პროდუქტი შევიძინეთ, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 6 232 ტონა პურ-ფუნთუშეულში 13 მილიონ 209 ათასი დოლარი გადავიხადეთ. ანუ 2025 წელს ამ დასახელების რუსული პროდუქტის საშუალო ღირებულება ტონაზე 2 119 დოლარი იყო, წელს კი 2 377 დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება სხვა ბაზრებს, საიდანაც საქართველო პურ-ფუნთუშეულსა და საკონდიტრო ნაწარმს ყიდულობს, TOP-10 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

  1. რუსეთი - $14.5 მლნ, 6 132 ტონა;
  2. უკრაინა - $10.7 მლნ, 3 579 ტონა;
  3. თურქეთი - $9.4 მლნ, 2 623 ტონა;
  4. პოლონეთი - $8 მლნ, 996 ტონა;
  5. ბულგარეთი - $5.3 მლნ, 968 ტონა;
  6. აზერბაიჯანი - $3.3. მლნ, 2 037 ტონა;
  7. იტალია - $2.7 მლნ, 595 ტონა;
  8. გერმანია - $1.7 მლნ, 258 ტონა;
  9. რუმინეთი - $1.6 მლნ, 452 ტონა;
  10. ბელარუსი - $1.3 მლნ, 394 ტონა;




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics