02:24 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-03 12:41:58, 1773 ნახვა

ეკონომიკა
II კვარტალში ბიზნესის ბრუნვა ₾67.5 მილიარდამდე გაიზარდა

საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების თანახმად, 2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67.5 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.5%, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.4%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 8.1%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.8%-იანი წილით, მშენებლობა — 4.8%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.4%-იანი წილით, ხოლო 10% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც და მისი მოცულობა 25.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.7%-ით მეტია.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.8% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11.6% — საშუალოზე, 18.6% კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6%, საშუალოზე — 23.6%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 27.8%.

პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (20.5%), ვაჭრობა (18%), მშენებლობა (14.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.8%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.9%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.4%-იანი წილი ეჭირა.

2026 წლის II კვარტალში, საწარმოებმა სულ 32.5 მილიარდი ლარის (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით მეტი) საქონელი და მომსახურება იყიდეს, ხოლო მათ შორის გადასაყიდად განკუთვნილი საქონელი და მომსახურება 19.4 მილიარდი ლარის (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3%-ით მეტი) იყო.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვასა (79.4%) და პროდუქციის მთლიან გამოშვებაში (63.6%) თბილისი ლიდერობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics