|
2026-09-03 12:39:24, 1567 ნახვა
ეკონომიკა
აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. საქსტატის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ტრანსპორტის ჯგუფმა, რომელშიც წამყვანი ადგილი საწვავის ფასის ზრდას უჭირავს. გარდა ამისა, ინფლაციაზე გავლენა მოახდინა სურსათის გაძვირებამ; ასევე, კომუნალური გადასახადების მატებამ, რაც აპრილიდან მოქმედებს და ჯანდაცვის სექტორში ფასების მატებამ. ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.81 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების საწვავით ექსპლუატაციაზე (20.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.8 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-6.1 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.5 პროცენტით, რაც 0.82 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (8.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4 პროცენტი).
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)