03:11 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-01 14:53:21, 934 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა

„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს,  ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში  Jan De Nul ჯგუფის  რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა" - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავა.

პორტის ტერიტორიაზე ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს  Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი - Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად განახორციელებენ.

„ერთი თვის წინ შემოვიდა Tristao Da Cunha - ესეც Jan De Nul ჯგუფის დამღრმავებელი გემია, რომელმაც  დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის ტალღმტეხელის ძირში დაღრმავებითი სამუშაოების განხორციელება უზრუნველყო, ახლა კი გადაინაცვლა ანაკლიის შემოსასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავებითი სამუშაოების განსახორციელებლად. Al-Idrisi და Tristao Da Cunha  სამუშაოებს ერთობლივად ახორციელებენ, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება", - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.

მისივე განმარტებით, პარალელურად, ხმელეთის მხარეს ტალღმტეხელის ტანის მშენებლობა მიმდინარეობს.

„საბოლოოდ,  1376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი აშენდება. ტალღმტეხელი და ზღვის ფსკერი, რომელიც დაღრმავებული იქნება 17,5 მეტრამდე, იძლევა შესაძლებლობას, მივიღოთ შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მძიმე ტვირთამწეობის გემები. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით დასრულდება" - აღნიშნა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის განვითარება "ლენდლორდის" მოდელით გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები ავითარებენ ხმელეთის მხარეს.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics