|
2026-08-14 16:35:58, 1246 ნახვა
ეკონომიკა
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
„სოლიდუსის“ მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა. მისი თქმით, 300 ტონის მიწოდებით ოკუპირებული რეგიონის გალის ოლქში საწვავის დეფიციტის პრობლემა ვერ მოგვარდებოდა, შესაბამისად ადგილზე საწვავზე მოთხოვნა კიდევ არის და „სოლიდუსი“ როგორც სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე კომპანია მიწოდებას მანამდე გააგრძელებს, სანამ მოთხოვნა იქნება. „სანამ ეს კრიზისი არის, მოთხოვნა იქნება. სანამ ეს კრიზისი იქნება, მე მზად ვარ, რომ მოვამარაგო, მაგრამ ფული თუ ეყოფათ კი. უფასოდ ეს არ ხდება. არავინ არაფრის ჩუქებას არ აპირებს. თვითონაც არ უნდათ საჩუქრები, ყიდულობენ. გუშინ დამატებით კიდევ 100 ტონა გავიტანეთ, დღეს ჯამში 400 ტონა გვაქვს უკვე გატანილი“, - აცხადებს გიორგი არველაძე და დასძენს, რომ დამატებითი მოცულობების გატანის შესახებ კომპანიას მთავრობისთვის შეტყობინების ვალდებულება არ აქვს. „იქ ცოტა სხვა რეალობაა. ასეთი დალაგებული ორგანიზებული ბაზარი არ არის ჯერ, როგორც აქაა... კერძო მესაკუთრეების ბენზინგასამართი სადგურებია, როგორც ეს საქართველოში 20 წლის იყო. ერთ ოჯახს სამი ბენზინგასამართი აქვს, ოთხი - მეორეს, ხუთი - მესამეს და ასე. სანქცირებული ზონაა და ახლა მანდ ერთადერთი ორგანიზებული ქსელი რუსული „როსნეფტის“ არის. დანარჩენი არის სულ პატარ-პატარა ბენზინგასამართი სადგურები, რითეილერები, რომლებიც დარჩნენ საერთოდ უნავთობოდ იმიტომ, რომ რუსეთი „როსნეფტს“ ცოტ-ცოტას აწვდის, ბევრს ვერა, რადგან ლიმიტირებული იყო. გალის და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა ისე დარჩა, რადგან პატარა ბენზინგასამართი სადგურები აქვთ. ანგარიშსწორება ლარში მოხდა. ისინი გადმოდიან ფულს ახურდავებენ და ლარში მოაქვთ“, - განაცხადა გიორგი არველაძემ.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა. 13 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულება, რომელიც პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხმობა 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა 2010 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს "სოლიდუსს". დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება სწორედ სპეციალური სტატუსის მქონე კომპანიას შეუძლია. "სოლიდუსის" დამფუძნებლის განცხადებით, საწვავი გალის რაიონისთვის იყო განკუთვნილი და თავდაპირველი მოცულობა 300 ტონა იყო და არა 3000, როგორც ეს "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)