|
2026-08-05 11:39:30, 239 ნახვა
ეკონომიკა
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
20%-იანი ფასდაკლება Varta-ს, Exide-ისა და Energizer-ის პრემიუმ სეგმენტის აკუმულატორებზე, 10%-იანი ფასდაკლება თურქული ბრენდის Petlas-ის საბურავებზე და საბურავების სპეციალური ფასები დისკის ზომების მიხედვით - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ამ პერიოდში საბურავების შეძენა 69 ლარიდან არის შესაძლებელი, აკუმულატორების კი - 109 ლარიდან. აქცია კამპანიის „გაიარე მეტი“ ფარგლებში მიმდინარეობს. შეთავაზება ზაფხულის სეზონს უკავშირდება, როდესაც ავტომფლობელები შორ მანძილზე უფრო აქტიურად გადაადგილდებიან. იზრდება ავტომობილზე დატვირთვა და, შესაბამისად, მისი ტექნიკური მზადყოფნის მნიშვნელობაც. კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტის კატეგორიის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „აგვისტო ორი მიზეზით არის განსაკუთრებული თვე. ერთი მხრივ, ეს წლის ყველაზე ცხელი პერიოდია და აკუმულატორის რესურსი მაღალი ტემპერატურის გამო მცირდება. მეორე მხრივ კი, ეს მაღალი მობილობის თვეა - ადამიანები ბევრს მოგზაურობენ და აქტიურად გადაადგილდებიან ქალაქებს შორის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საუკეთესო შეთავაზება ზუსტად მაშინ მოვუმზადოთ მომხმარებლებს, როდესაც ეს პროდუქტები მათ ყველაზე მეტად სჭირდება. გარდა იმისა, რომ „თეგეტა მოტორსი“ ამ პროდუქტებისა და მომსახურების მიმწოდებელია, ჩვენ ბაზრის ლიდერები ვართ და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მომხმარებელს ავუხსნათ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობიანი მძღოლი. საუბარია არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის უსაფრთხოებაზეც - გაუმართავი ავტომობილის მართვა პირდაპირ კავშირშია საგზაო შემთხვევებთან. სწორედ ამიტომ ჩვენი შეთავაზებები მხოლოდ ფასდაკლება არ არის, ეს პრევენციის კულტურის განვითარების ნაწილია“.
ფასდაკლების პარალელურად კომპანია მომხმარებელს მეორადი აკუმულატორის ჩაბარების შესაძლებლობასაც სთავაზობს - ძველი აკუმულატორი ფასდება და მისი ღირებულება ახალი პროდუქტის ფასს აკლდება. ეს პირობა მიმდინარე შეთავაზების პარალელურად მოქმედებს, ხოლო ჩაბარებული აკუმულატორი შესაბამისი წესით გადამუშავდება. გარდა ამისა, საბურავებზე კომპანიამ კონკრეტულ ბრენდებზე დისკის თითოეული ზომისთვის ინდივიდუალური ფასი განსაზღვრა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ზუსტად თავისი ავტომობილის შესაბამისი პროდუქტი კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასად შეარჩიოს. აგვისტოში მიმდინარე ყველა შეთავაზება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ონლაინ მოქმედებს.
„თეგეტა მოტორსს“ ავტოინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის ფილიალებში მომხმარებელს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ხვდებიან, რომლებიც ავტომობილის მოდელის, ექსპლუატაციის პირობებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ეხმარებიან სასურველი პროდუქტის შერჩევაში - იქნება ეს საბურავი, აკუმულატორი თუ სხვა. კამპანია „გაიარე მეტი“ კი ასახავს ხედვას - მომხმარებელს გამართული და უსაფრთხო ავტომობილით მეტი მანძილის, მეტი მოგზაურობისა და მეტი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცეს. -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)