02:01 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-04 00:04:26, 336 ნახვა

საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე

"ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი - თავისუფლების ქუჩა 15..." | წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია.

რელიგიათმცოდნე და ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა იმ მიზეზებს განმარტავს რატომ უთხრა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე.

თუ ეპარქიამ მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარი სწორედ ამ გარემოების გამო თქვა რასაც გარდაცვალების მიზეზად ექიმები ასახელებენ, მაშინ მათი ლოგიკა ასეთია: აბორტი მკვლელობაა, ეს გოგო მკვლელია და ამიტომ ტაძარში არ დავასვენებთ. თითქოს ეკლესიას რეალური მკვლელებისთვის არასოდეს აუგია წესი. თითქოს მკვლელობაში მსჯავრდებულები არ მოუნანიებიათ, არ უზიარებიათ და ეკლესიურად არ დაუკრძალავთ, თან ტაძრიდან პატივით არ გაუსვენებიათ.

თითქოს ქრისტიანობის არსი სწორედ ის არ არის, რომ ცოდვილისთვის მონანიებისა და შენდობის კარი ღია დატოვოს.

აქ კი 26 წლის გარდაცვლილ ქალს, რომელსაც საკუთარი სიტყვის თქმაც აღარ შეუძლია, სიკვდილის შემდეგ გამოუტანეს განაჩენი - „მკვლელი“.

და ეს რეალურად არ არის ეკლესიის საქმე. და ამ განაჩენით სინამდვილეში ვის სჯიან? მის ოჯახს, მამას, დედას, ახლობლებს. ადამიანებს, რომლებიც უკვე შვილისა და ოჯახის წევრის სიკვდილით არიან განადგურებული.

ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმეა პატრიარქ შიოს ქადაგების ფონზე, სადაც აბორტის საკითხი კვლავ უკიდურესად მკაცრი მორალური განაჩენის ფორმით იქნა წარმოდგენილი. თუ ეპარქიამ სწორედ ამ ქადაგების სულისკვეთებით იხელმძღვანელა, მაშინ საქმე უკვე მხოლოდ ერთი ტაძრის წინამძღვრის გადაწყვეტილებასთან აღარ გვაქვს.

ეს ნიშნავს, რომ ქადაგება პრაქტიკულ საეკლესიო პოლიტიკად გადაიქცა:

ჯერ ქალი გამოცხადდა მკვლელად, შემდეგ კი სიკვდილის შემდეგაც ჩამოერთვა ტაძარში დასვენების უფლება. ეს არის პატრიარქ შიოს ქადაგების ყველაზე სასტიკი შესაძლო გაგრძელება - სიტყვიდან კონკრეტული ადამიანის და მისი ოჯახის დასჯაზე გადასვლა.

ეკლესიას არც სასამართლო ჩაუტარებია. არც ქალის მდგომარეობა შეუსწავლია. არც ის იცის, რა გარემოებაში მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური, ოჯახური ან სოციალური მდგომარეობა ჰქონდა. საერთოდ მართლა ისაა მიზეზი რაზეც საუბრობენ თუნდაც დასკვნით? იმდენი არასწორი დასკვნა ვიცით, იმდენი შეცდომა... უბრალოდ გამოუტანეს განაჩენი. ცოცხალი ვერ გადაარჩინეს. გარდაცვლილს კი ტაძრის კარი მიუხურეს.

ვიმეორებ, თუ ეს არის უარის რეალური მიზეზი, ჩემთვის ეს ქრისტიანობა არ არის. ეს არის ძალაუფლების დემონსტრირება ყველაზე დაუცველი ადამიანის - გარდაცვლილისა და მისი ოჯახის - წინაშე. ეს არის სისასტიკე. და დიახ, ეს არის ბოროტება.

ეკლესია, რომელიც შენდობას ქადაგებს, თავად იქცა განკითხვის ინსტიტუტად - თითქოს ღმერთამდე მისასვლელ კარსაც ეპარქია და საპატრიარქი აკონტროლებდეს.

ამიტომ კვლავ ვეკითხები ეპარქიასა და მეუფე გერასიმეს: თუ მკვლელებს აზიარებენ, აძლევენ მონანიების უფკებას და წესს უგებენ, რატომ აღმოჩნდა 26 წლის გარდაცვლილი ქალი მათზე უარესი?

და მეორე კითხვაც: იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება პატრიარქ შიოს ქადაგების პრაქტიკული გამოძახილი? (ისე სეფსისი კოღოს ნაკბენმაც შეიძლება გამოიწვიოს - ეს იცით?) თუ პასუხი დადებითია, მაშინ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეკლესია სიტყვიერი მორალური განაჩენიდან უკვე გარდაცვლილი ქალებისა და მათი ოჯახების რეალურ დასჯაზე გადავიდა.

სხვა უამრავი არგუმენტი მაქვს, რომელსაც ახლა არ დავწერ. - წერს გოჩა მირცხულავა.

რელიგიის საკითხების მკვლევარი და გამოცემა "ტაბულას" მთავარი რედაქტორი მათე სუთიძე ამბობს, რომ ადამიანის მიერ რწმენის აშკარა უარყოფის გარეშე, რომლითაც პირი თავს დააყენებდა ეკლესიის მიღმა, უარის თქმა წესის აგებასა და ეკლესიაში დასვენებაზე არის სრული სიგიჟე.

ადამიანის მიერ რწმენის აშკარა უარყოფის გარეშე, რომლითაც პირი თავს დააყენებდა ეკლესიის მიღმა, უარის თქმა წესის აგებასა და ეკლესიაში დასვენებაზე არის სრული სიგიჟე.

თვითმკვლელობის შემთხვევაშიც კი - და ეს კონკრეტულ შემთხვევას არ ეხება, რადიკალურ მაგალითად მომყავს - როცა ადამიანი თავში დაიხლის ტყვიას, არავინ იცის შეინანა თუ არა მან ბოლო წამს.

ღმერთი ტყვიაზე სწრაფია. მას შეუძლია დროის იმ უმცირეს, მიკროსკოპულ მონაკვეთში აღძრას სინანული.

არავინ იცის როდის აცხოვნებს ყოვლისშემძლე ღმერთი ადამიანს, როდის მისცემს მას სინანულის შესაძლებლობას - ღვთისთვის მხოლოდ ათასი დღე არ არის როგორც ერთი დღე, ერთი წამიც შეიძლება იყოს ცხონებისთვის საკმარისზე მეტი დრო.

სწორედ იმის გამო, რომ არ ვიცით მოასწრო თუ არა ღმერთმა ადამიანის გულის აღძვრა სინანულისკენ ან მიიღო თუ არა ადამიანმა ეს გადაწყვეტილობა საღ გონებაზე, ეკლესიამ უნდა აუგოს წესი.

ცოდვის ჩადენაზეც იგივე ლოგიკაა - იესო ნაზარეველი არის ბოლოს მოსულთა ღმერთი, მეათერთმეტე ჟამის მუშაკთა ღმერთი და იმათი ღმერთიც, ვინც მაშინ მივიდა მასთან, როცა თორმეტს წუთები აკლდა.

ეს შეიძლება მოხდეს ჩვენი საათისთვის უმნიშვნელო დროს. მილიწამებში. კაცობრივი ლოგიკა აქ ვერ გავრცელდება.

არ ვიცი არანაირი გარემოება კონკრეტული შემთხვევის შესახებ და ვერც გავიგე დანამდვილებით, მაგრამ თუ ადამიანს საჯაროდ არ უარუყვია ეკლესია და არ განდგომია რწმენას, ეკლესიამ უნდა ილოცოს მისთვის, რაც ნიშნავს მის დასვენებასაც ტაძარში - წერს სუთიძე.

ყოფილი დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს, რომ საერთოდ როდის მიხვდება ადამიანი, რომ ეკლესია და საეკლესიო რიტუალები სისულელეა?

იცით რომ ეკლესიას და რელიგიას უკვე არავითარ მნიშვნელობას და ღირებულებას აღარ ვანიჭებ. მაგრამ კანონიკური კუთხით ზუგდიდის ეპარქია მართალია ლატარიას საკითხზე და როცა უარს გეუბნება ეკლესია საეკლესიო სამართალზე დაყრდნობით, არაა საჭირო ზედმეტი ხმაურის ატეხვა და უარესი მითქმა-მოთქმის გამოწვევა ისევ მიცვალებულის ღირსებისათვის.

საერთოდ როდის მიხვდება ადამიანი, რომ ეკლესია და საეკლესიო რიტუალები სისულელეა? რა ემატება ან რა აკლდება მიცვალებულს ეკლესიიდან გაასვენებენ, თუ სახლიდან?! მღვდლის მიერ, თუ უმღვდელოდ?! არაფერი, ხალხო.

P.S. რა თქმა უნდა პოსტისავე აზრიდან გასაგები უნდა იყოს ყველასათვის, რომ მე პირადად არავითარი საეკლესიო წესი და რიტუალი არ მჭირდება ეკლესიისგან არც ახლა და არც არასოდეს მომავალში არც ცოცხალს, არც მკვდარს.

 

საპატრიარქოს გაურკვეველ თუ მოკოვბიდან ნაკარნახებ გადაწყვეტილებას უკრაინაში მებრძოლი ქართველების აღშფოთება და ბრაზი მოჰყვა, დავით ჩხაპელია პოსტს აქვეყნებს.

"რომელმა ღმერთმა თქვა, ღვთის შვილი, ჩემს სახლში არ დაასვენოთო? საქართველოს საპატრიარქო არის პირველი რუსეთის ინტერესების გამტარებელი! სამარცხვინოები და ნაძირლები ხართ თითოეული ეკლესიად წოდებული КГБ-ს შტაბ-ბინაში მოკალათებულო წვეროსანებო! თქვენს დდშვც!

Zaali არ ინერვიულო ჯიმა გველების გარემოცვაში ჩვენი ანგელოზის დასვენება არ არის საჭირო! ღმერთს არ უთქვია შენთვის უარი! შენმა მტრებმა КГБ-მოსამსახურე წვერიანმა ოფიცრებმა გითხრეს უარი, არც უნდა გეწყინოს მაგათგან მაგათ დდშვც! - წერს ჩხაპელია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics