|
2026-08-02 11:44:45, 271 ნახვა
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
2 აგვისტოს ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონს თავს დაესხნენ. სარატოვში ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხოლო ენგელსში - აეროდრომს. ამის შესახებ, ასინტ ტელეგრამ არხები Exilenova+, ASTRA იუწყებიან. საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობით, ადგილობრივი მაცხოვრებლები სარატოვსა და ენგელსში აფეთქებების შესახებ იუწყებიან. წინასწარი ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ორ ადგილას გაჩნდა. მონიტორინგის რესურსების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს ინდუსტრიული ზონის თავზე კაშკაშა ნათება. შემდგომში, სარატოვის რეგიონის გუბერნატორმა დაადასტურა დრონებით დარტყმები. მან სარატოვსა და ენგელსში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ განაცხადა. „როსნეფტის“ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. 2023 წლის მონაცემებით, მისი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრე 4.8 მილიონი ტონა იყო. აფეთქებების ხმა ასევე გაისმა ენგელს-2 სამხედრო აეროდრომის მახლობლად. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოაქვეყნეს კადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, საჰაერო ბაზაზე ძლიერი აფეთქების მომენტს ასახავს. 30 ივლისის ღამეს, რუსეთის ქალაქ პენზაში, დრონებმა Wildberries-ის ბაზრის დახარისხების ცენტრს თავს დაესხნენ, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)