|
2026-07-17 14:54:07, 1884 ნახვა
პოლიტიკა
FIFA-მ შესაძლოა ნახევარფინალში გამარჯვებული არგენტინა დააჯარიმოს
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის დამარცხების შემდეგ, არგენტინის ნაკრების მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ და ნახევარმცველმა ჯოვანი ლო სელსომ მოედანზე “Los Malvinas son Argentinas” (“მალვინები არგენტინულია”) წარწერით ბანერი გაშალეს. წარწერა ამბობს, რომ ფოლკლენდის კუნძულები (ესპანურად - ლას მალვინას), რომელიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, არგენტინას ეკუთვნის. კუნძულები ატლანტის ოკეანეში, არგენტინის სანაპიროდან 483 კმ-ში მდებარეობს. გაერთიანებული სამეფოს მოწოდების შემდეგ, FIFA-მ ბანერის პოლიტიკური შინაარსის ჩემპიონატთან შეუსაბამობის გარშემო დისკუსია დაიწყო. შემთხვევას არგენტინის შესაძლო დაჯარიმება მოჰყვება. FIFA-ს სპიკერმა განაცხადა, რომ შემთხვევის განხილვა, სტანდარტული პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს. FIFA-ს დისციპლინარული კომიტეტი განიხილავს მატჩის მოვლენებს და შესაბამის გარემოებებს, რომ შედეგად, FIFA-ს დისციპლინარული კოდექსის მიხედვით გადაწყდეს სამომავლო ნაბიჯები. არგენტინული ფეხბურთის ასოციაცია 2014 წელს, იგივე მიზეზის გამო, £20,000-ით დაჯარიმდა, როდესაც არგენტინელმა მოთამაშეებმა იმავე შინაარსის ბანერი გაშალეს სლოვენიასთან მეგობრული მატჩის დაწყებამდე. ცნობისათვის, ფოლკლენდის კუნძულები 1833 წლიდან დიდი ბრიტანეთის ადმინისტრაციის ქვეშაა. 1982 წლის აპრილში, არგენტინული და ბრიტანული საზღვაო ძალები ერთმანეთს ფოლკლენდის ომში დაუპირისპირდნენ. 74 დღიანი დაპირისპირება, რომლის დროსაც 655 არგენტინელი და 255 ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა, ბრიტანეთის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წლის რეფერენდუმით, რომელშიც კუნძულის მცხოვრებლების 92% მიიღო მონაწილეობა, 99.8%-მა აირჩია რომ კუნძულების ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსი შეენარჩუნებინა. არგენტინის გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ვიცე პრეზიდენტმა და ფოლკლენდის ომის ვეტერანის შვილმა, ვიქტორია ვილიარუელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: “ფოლკლენდის კუნძულები არგენტინულია! აკრძალეს მათი სტადიონზე მიტანა, მაგრამ დაავიწყდათ, რომ მათ ჩვენს სისხლში და გულებში ვატარებთ”.
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)