|
2026-07-17 13:31:16, 1878 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს
ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს. მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ისინი ნერვიულობენ იმაზე, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში და მერე ადამიანის სიცოცხლით ვერ ივაჭრეს. „ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს. რეალურად ამაზე წუხს. მაგრამ ეს წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე, ისევე, როგორც აღმოჩნდა ვიღაცებისთვის, არ დავაკონკრეტებ, უკრაინელის სიცოცხლე, იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ. ისინი ნერვიულობენ, როგორ არ ჩაერთო საქართველო ომში და მერე ადამიანის სიცოცხლით როგორ ვერ ივაჭრეს იმ ხალხთან, რომელიც არანაირ ტრილიონებს არ ხარჯავს და რომც დახარჯონ, ეს რა მორალური მიდგომაა, ამას საზოგადოება კარგად ხვდება. ალბათ გაავსებენ სესხებით და არა ტრილიონებით, მერე მინერალებს, სხვადასხვა რესურსებს, მიწას, წიაღისეულს გადაინაწილებენ და ამისთვის ბრძოლაში იქნებოდნენ ისინი წარმატებულები, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ. ეს არის მათი მარტივი ამოცანა და ნერვიულობა, თუ რატომ ვერ მოახერხეს ეს. სამწუხარო ის არის, რომ არა მხოლოდ გარე დავალების მიმღები აგენტურა, არამედ გარეთ მათი პატრონები უფრო ნერვიულობენ იმაზე, რომ საქართველოში ეს ვერ მოახერხეს. იმიტომ, რომ საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი დამოუკიდებლობის ხარისხით. ის, რომ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისა და ამ ქვეყნის შესახებ, ეს ძალიან აწუხებთ გარეთ სხვადასხვა ჯგუფებს და შიგნით ეთნიკურად მათ წარმომადგენლებს. მხოლოდ ეთნიკურად, რადგან მათ რაიმე სხვა ქართული არ გააჩნიათ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)