|
2026-07-16 21:36:12, 2323 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კომენტარი გააკეთა ე.წ. „რიყის დოქების“ კომპლექსის დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე. მან განაცხადა, რომ რიყის ადგილას აშენებული თეატრი არ იყო სააკაშვილის პირადი ახირება, არამედ იტალიელი არქიტექტორისა და ურბანისტის, მასიმილიანო ფუკსასის, გამორჩეული პროექტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხს ეკუთვნის. „ეს არის მასიმილიანო ფუკსასის ბრწყინვალე ქმნილება, რომელიც მსოფლიოში წლის საუკეთესო არქიტექტურულ პროექტად იქნა აღიარებული. ის არც სააკაშვილს ეკუთვნოდა და არც რომელიმე ცალკეულ შემსრულებელს ან მხატვარს. ეს იყო თქვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ახლა თქვენ ართმევენ და ანადგურებენ“, - განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ დაადასტურა, რომ გასცა ნებართვა ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟზე. დეპარტამენტმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2025 წლის დადგენილების თანახმად, ამ ტერიტორიის განვითარება ითვალისწინებს სასტუმრო კომპლექსის პროექტის განხორციელებას, რაც შეიძლება მოიცავდეს დემონტაჟის სამუშაოებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)