|
2026-07-16 00:26:00, 2012 ნახვა
ეკონომიკა
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
4 წელი, 2 000-ზე მეტი მოსწავლე, 500-ზე მეტი სტიპენდიატი - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა, კომაროვის სკოლასთან ერთად, შექმნა STEM სკოლა - საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას ემსახურება. STEM სკოლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი და კომაროვის პროფესიონალი მასწავლებლებისგან მიიღონ ხარისხიანი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. პროექტში მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან არიან ჩართულნი. სრულად დისტანციური სწავლება კი მათ შესაძლებლობას აძლევს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, დაეუფლონ მომავლის პროფესიებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს. პროექტის წარმატებაზე ციფრებიც მეტყველებს: STEM სკოლის პირველი, მეორე და მესამე მოდული უკვე 2 000-ზე მეტმა მოსწავლემ დაასრულა, საქართველოს ბანკის სტიპენდიით კი 500-ზე მეტმა მოსწავლემ ისარგებლა. სასწავლო კურსის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, კომპიუტერულ პროგრამირებას, ელექტროინჟინერიას, მიკროელექტრონიკას, ლოგიკურ აზროვნებასა და ალგორითმების შექმნას. ასევე, ეუფლებიან Tinkercad-ის გამოყენებას, Arduino-ს დაპროგრამებასა და სენსორების მართვას. კურსის ბოლოს კი საკუთარი ინტერესების მიხედვით STEM პროექტებს ქმნიან და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ. STEM სკოლის კურიკულუმი დასავლური საგანმანათლებლო პრინციპებისა და გამოცდილების საფუძველზეა შემუშავებული, სასწავლო პროცესს კი STEM სწავლების გამოცდილების მქონე კომაროვის პროფესიონალები უძღვებიან. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობასაც აძლევს, ყოველწლიურად 90 მოსწავლიდან 60 სრულ, ხოლო 30 - 50%-იან დაფინანსებას იღებს. შედეგად, საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი ათასობით მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან მიიღოს ხარისხიანი განათლება და გადადგას პირველი ნაბიჯები მომავლის პროფესიებისკენ. STEM სკოლის ახალი მიღება აგვისტოს ბოლოს გამოცხადდება და მოსწავლეებს მთელი საქართველოდან კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტში და მოიპოვონ საქართველოს ბანკის სტიპენდია. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)